ამერიკელი რეჟისორი, დარენ არანოვსკი არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

წყარო, რომელმაც On.ge-ს ეს ინფორმაცია დაუდასტურა, ვინაობის გამხელა არ სურს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეჟისორს გადაწყვეტილი არ აქვს შეხვდება თუ არა ჟურნალისტებს.

თუ დარენ არანოვსკი ინსტაგრამზე გამოწერილი გყავთ, საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ უკვე გაიგებდით.

good morning #georgia

A post shared by Darren Aronofsky (@darrenaronofsky) on

დარენ არანოვსკი ოსკარის ნომინატი რეჟისორია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ფილმები, როგორებიც არის - Requiem for a Dream, The Fountain, Black Swan, Mother! და ა.შ.