ფორთოხალი ადამიანის შექმნილია, ვარდისფერი ფერი კი არ არსებობს - 8 უცნაური სამეცნიერო ფაქტი
ამ სტატიაში უცნაური სამეცნიერო ფაქტები შევკრიბეთ, რომელთა ცოდნის გარეშეც აქამდეც ჩვეულებრივად ცხოვრობდით, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი, ეს ასე გაგრძელდეს.
ზოგიერთი პუნქტის დაჯერება გაგიჭირდებათ, მაგრამ გვენდეთ, რომ თითოეული მათგანი დიდი ყურადღებით არის გადამოწმებული.
1. სიმინდი ბალახია
როდესაც ეზოში ბალახზე წამოგორებული სიმინდს მიირთმევთ, შეიძლება ვერ წარმოიდგინოთ, რომ სიმინდი, რომელსაც მიირთევთ და ბალახი, რომელზეც ზიხართ, ერთი და იგივე მცენარეა. თუ ამ თემაზე შეკითხვას ბიოლოგს ან ბოტანიკოსს დაუსვამთ, ისინი ამ ფაქტს ნამდვილად დაადასტურებენ.
თავდაპირველი ველური სიმინდი უფრო მეტად ჰგავს ბალახს, თუმცა ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარე მოშინაურების პროცესმა თავისი შედეგი გამოიღო და დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენთვის ნაცნობი სიმინდი მივიღეთ.
2. ბათუმის ზღვაში ჩაღვრილი ერთი ჭიქა ღვინის ნაწილი შეგვიძლია ჰავაის სანაპიროზე უკან ამოვიღოთ
მოდი, ვთქვათ, რომ ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში ერთი ჭიქა ღვინო ჩავასხით, შემდეგ მსოფლიოს ოკეანეებს გიგანტური კოვზით მოვურიეთ, ან უბრალოდ დიდი დრო მივეცით იმისათვის, რომ ჩვენი ჩაღვრილი ღვინო მასში სრულად განაწილებულიყო, შემდეგ კი, ჰავაიზე, ოკეანიდან ერთი ჭიქა წყალი უკან ამოვიღეთ. თქვენი აზრით, ამოჰყვება თუ არა ჰავაიზე, ოკეანიდან ამოღებულ ერთ ჭიქა წყალს ბათუმში ჩაღვრილი ღვინის მოლეკულები და თუ კი, რამდენი? ერთი ? ან იქნებ ორი. მათემატიკური გამოთვლების მიხედვით, პასუხი დაახლოებით 8 000 მოლეკულაა.
3. ფორთოხალი ადამიანის შექმნილია
ბუნებაში ფორთოხალი ველურად არ გვხვდება, ის მანდარინის და თურინჯის ჰიბრიდია. ლიმონი, ლაიმი და გრეიფრუტიც ასევე ჰიბრიდიზაციით არის მიღებული. ბუნებაში ველურად მხოლოდ ოთხი სხვადასხვა ციტრუსი გვხვდება: მანდარინი, თურინჯი, პაპედა და ციტრონი. სხვა ყველა დანარჩენი კი მათი შეჯვარებით მიღებული კომბინაციებია.
4. ლუდის მიმზიდველი ბოთლები
ავსტრალიაში ბინადრობს ხოჭოს ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც, როგორც სხვა ხოჭოებს, ცხოვრებაში მარტივი მისია აქვს - მიირთვას სხვადასხვა მცენარის ფოთლები, ხოლო ზრდასრულობისას კი გამრავლდეს. ხოჭოები მარტივად აზროვნებენ, მათ დაბადებიდან იციან, ზრდასრულობისას როგორი მეწყვილე უნდა ეძებონ. მაგალითად, მათთვის, რაც უფრო მკაფიო შეფერილობა აქვს მდედრს, ის უფრო მიმზიდველია, ან რაც უფრო დიდი ზომის ფრთები აქვს მეწყვილეს - მათი შვილიც დიდფრთიანი გამოვა, ხოჭოებს კი, ისევე როგორც ყველას, თავიანთი შთამომავლობისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდათ. ამ კონკრეტული სახეობისთვის მეწყვილე რაც უფრო სტაფილოსფერი და ხორკლიანია, მით უფრო მიმზიდველია. ამ სტრატეგიას ხოჭოები ასეულობით ათასობით წლის განმავლობაში ცდიდნენ, ის ყოველთვის წარმატებით მუშაობდა, ყველაზე მკაფიო შეფერილობის და დიდი ზომის ხორკლების მქონე ხოჭოები მართლაც უფრო ჯანმრთელები არიან ვიდრე ისინი, ვისაც ეს ნიშნები ცხადად გამოხატული არ აქვთ.. ამიტომაც ხოჭოები მხოლოდ ჯანმრთელ მეწყვილეებთან მრავლდებოდნენ და სახეობა არსებობას წარმატებით აგრძელებდა. თუმცა ერთ დღესაც ეს ყველაფერი შეიცვალა, ბუნებაში გამოჩნდა ადამიანის მიერ შექმნილი ლუდის ბოთლები, რომლებსაც ისინი ხშირად მანქანებიდან ისროდნენ. ეს ბოთლები კი, ხელოვნური საღებავის გამო, ბევრად უფრო სტაფილოსფერი და ასევე ბევრად უფრო ხორკლიანი იყო, ვიდრე ნებისმიერი მდედრი ხოჭო. ამიტომაც, სუპერ სტაფილოსფერი და სუპერ ხორკლიანი ბოთლების დანახვით განცვიფრებული მამრი ხოჭოები, ნამდვილ მდედრ ხოჭოებს ყურადღებას აღარ აქცევდნენ და გასამრავლებლად ლუდის ბოთლებს დასდევდნენ, რომლებიც გიგანტური მდედრი ხოჭოები ეგონათ. რამდენიმე წელიწადში ხოჭოების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მათი გადაშენების საფრთხე დადგა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა, დერილ გეინმა და დევიდ რენცმა შეამჩნიეს და შეისწავლეს, რისთვისაც მათ ნობელის პრემიაც მიიღეს. საბოლოოდ კი, ლუდის კომპანიამ ბოთლის დიზაინი შეცვალა და რამდენიმე წელიწადში ხოჭოების რაოდენობაც ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა.
5. ყავას ბოლომდე ვერასდროს მოურევთ
თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, ყავას ბოლომდე მოურიოთ. რეალობა კი ისაა, რომ მორევის შემდეგ, ყავაში ყოველთვის რჩება ერთი მოლეკულა მაინც, რომელიც მორევის შემდეგ ისევ იმ ადგილზე ბრუნდება, სადაც ის მორევამდე იყო.
ბროუვერის ფიქსირებული წერტილების თეორიის მიხედვით, თუ წერტილების ერთობლიობა შემოსაზღვრულია, ხოლო ამ სივრცეს არ აქვს ხვრელები და წერტილების ამოჭრა და გადაკერებაც დაუშვებელია, შეუძლებელია ის ისე შევურიოთ, რომ რომელიმე წერტილი მაინც, თავის საწყის პოზიციაზე არ დაბრუნდეს.
6. უჩრდილო დღე ჰავაიზე
ჰავაიზე წელიწადში ორჯერ დგება მომენტი, როდესაც მზე ზუსტად ჰავაის თავზე ექცევა, ანუ ის იდეალურად ზემოდან ანათებს, ამიტომაც ამ დროს ჩრდილები აღარ ჩნდება და ყველაფერი კომპიუტერული გრაფიკით შექმნილ სამყაროს ჰგავს.
7. ვარდისფერი არ არსებობს
ჩვენ ყველას გვგონია, რომ ხილული სპექტრი - ანუ ყველა ფერი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ - ცისარტყელაშია წარმოდგენილი. მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც პრიზმას სინათლის შუქს ვანათებთ, ჩვენ ვხედავთ მისგან გამომავალ წითელ, სტაფილოსფერ, ყვითელ, მწვანე, ლურჯ და იისფერ სინათლეს. მაგრამ სად არის ვარდისფერი?
ჩვენ ფერებს სხვადასხვაგვარად იმიტომ აღვიქვამთ, რომ მათი ტალღის სიგრძეები განსხვავებულია. მაგალითად, წითელი დაახლოებით 700 ნანომეტრის ტალღაა, მწვანე - 540-ის და ა.შ.
საქმე ისაა, რომ ვარდისფერის შესაბამისი ტალღის სიგრძე არ არსებობს. როდესაც ჩვენ ვარდისფერ ფერს აღვიქვამთ, რასაც ჩვენ ვხედავთ არის წითლის და ლურჯის შერევა - ფერები რომლებიც ცისარტყელის საპირისპირო ბოლოებში გვხვდება
8. ცხოველთა სამყაროში ყველაზე ხანგრძლივი დროით გაუჩერებლად სირბილი ადამიანებს შეუძლიათ
მოკლე დისტანციაზე სირბილში, ადამიანი, ბევრ სხვა ცხოველს ჩამოუვარდება. თუმცა, როდესაც საქმე გრძელ დისტანციაზე სირბილს ეხება, ცხოველთა უმეტესობა ჩვენს შედეგებთან ახლოსაც კი ვერ მოდის.
ადამიანების ეს უნიკალური თვისება ჩვენი კანის და საოფლე სისტემის დამსახურებაა. ადამიანს ბევრად უფრო ეფექტურად შეუძლია გაგრილება, ვიდრე, მაგალითად, ავაზას, რომელიც მოკლე დისტანციაზე ყველაზე სწრაფი ცხოველია. ადამიანს საათობის განმავლობაში შეუძლია მზის გულზე შეუჩერებლად ირბინოს, ეს კარგად იცოდნენ პირველყოფილმა ადამიანებმა და ამ უპირატესობას ისინი ნადირობისთვის იყენებდნენ - მზის გულზე, გაუჩერებლად დასდევდნენ დიდ, ბალახისმჭამელ ცხოველებს, ისინი კი ძალიან მალე გადახურებისგან კვდებოდნენ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები