Samsung თავის მომხმარებლებს დიდ სიურპრიზს უმზადებს. როგორც იცით, კომპანია ახალი Galaxy Note 9-ის წარდგენას 9 აგვისტოს გეგმავს. მოლოდინები საკმაოდ დიდია, რადგან იპონურმა ბრენდმა სმარტფონების მოყვარულები სიახლეებსა და ინოვაციებს დიდი ხნის წინ შეაჩვია. რაც შეეხება Galaxy Note 9-ს, როგორც ჩანს მისი მთავარი დამატება განახლებული ციფრული კალამი იქნება.

Galaxy Note 9-ის პოპულარიზაციისთვის დაწყებულ წინასწარ კამპანიაში კომპანია ბრენდირებულ სურათსა და ვიდეოს იყენებს, რომელზეც ერთ ღილაკიანი ოქროსფერი კალამი ჩანს.

სწორედ ეს ვიდეო გამოიყენა კომპანიამ 9 აგვისტოს საღამოზე დასასწრები მოსაწვევების გასაგზავნად. როგორც ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, Galaxy Note 9-ის კალამს (S Pen) ბლუთუზი ექნება, რომელიც რამდენიმე ფუნქციას შეითავსებს. მათ შორის არის მუსიკის ჩართვა-გამორთვა-გადართვის ფუნქცია, რომელიც აქამდე ტრადიციულად ყურსასმენებს ჰქონდა ხოლმე. გარდა ამისა, შესაძლოა მას ტაიმერის ფუნქციებიც ჰქონდეს.

Samsung ჯერჯერობით დუმს და არაფერს ამბობს. თავად Galaxy Note 9-ს სავარაუდოდ Snapdragon-ის 845 ჩიპი ექნება, თუმცა ზოგიერთ რეგიონში Exynos-ის პროცესორს უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, ტელეფონი Bixby-ს ახალი თაობით იქნება აღჭურვილი. არ დაგვავიწყდეს, რომ Samsung-ს ძალიან უყვარს სიურპრიზები, ასე რომ არ გამოვრიცხოთ თუ ახალ მოდელს გაუმჯობესებული კამერა ექნება.

ამჯერად კი მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ Galaxy Note 9-ის მარკეტინგულ კამპანიას თუ დავუჯერებთ, მთავარი გმირი ციფრული კალამი იქნება.