თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, მათ არ ჰყავთ სირაქლემა, რომელიც პოლიტიკურმა პარტია გირჩმა სთხოვა. ზოოპარკში On.ge-ს განუცხადეს, რომ სირაქლემა 2015 წლის წყალდიდობის დროს მოკვდა.

ზოოპარკში ამბობენ, რომ მათ ჰყავთ ემუ, რომელიც სირაქლემას ჰგავს, თუმცა მას არ ახასიათებს სილაში თავის ჩარგვა.

"წერილში გვთხოვენ დედალ სირაქლემას, ჩვენ გვყავს მამალი ემუ, რომელიც საკმაოდ აგრესულია და მისი გადაყვანა მარტივი არაა, დაძინებაა საჭირო, რაც მისთვის სახიფათოა", - ამბობენ ზოოპარკში.