კანადაში, მონტერეალში მაღალ ტემპერატურას თორმეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, კვებეკის რეგიონის აღმოსავლეთის ქალაქებში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რასაც ექიმები რეგიონში სიცხის მაღალ ნიშნულს უკავშირებენ.

ამერიკის ხმის ინფორმაციით, დავიდ კაიზერმა, მონტერეალის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ფიზიკოსმა განაცხადა, რომ თორმეტი გარდაცვლილიდან უმეტესობა მარტო ცხოვრობდა და ჰაერის კონდინცირებაზე ხელი არ მიუწვდებოდა.

კანადის სინოპტიკოსებმა სამხრეთ კვებეკში, მათ შორის, მონტერალშიც მაღალი ტემპერატურის გამო მოსაზლეობა გააფრთხილეს. ქალაქში ოთხშაბათისა და ხუთშაბათის ტემპერატურა 34 გრადუსი ცელსიუსს აღწევს.

მონტერეალის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ სიცხესთან დაკავშირებით დღეში 1 200 ზარს იღებს, რაც ჩვეულებრივ ნორმას 30 პროცენტით აღემატება.