ფილიპინებში, ქალაქ მარკინაში ქრისტიანების ჯგუფმა ლგბტ აქტივისტებს პრაიდის დროს არასათანადო მოპყრობისთვის ბოდიში მოუხადა. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აღლუმს პლაკატებზე შემდეგი წარწერებით დაესწრნენ :"ღმერთს უყვარხართ ისევე, როგორც ჩვენ", "მე ჰომოფობი ვიყავი, ბოდიში".

თავისუფლების ეკლესიის წევრები ლგბტ თემის წარმომადგენლებს აღლუმზე ელოდებოდნენ და, გამოცემის ცნობით, ჩახუტებასაც სთავაზობდნენ.

"ეს ძალიან ემოციური იყო და მათ დანახვას ცრემლებით შევხვდით", - ამბობს ლგბტ აქტივისტი, კოლინ ლალაბანი.

ქრისტიანების დემონსტრაცია I'm Sorry კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. კამპანიის ფარგლებში აქივისტები ბოდიშს იხდიან ბიბლიაში იმ ჩანაწერების გამო, რომლებსაც ლგბტ თემის წინააღმდეგ იყენებენ.