სიმყუდროვესა და პრაქტიკულობისკენ მიისწრაფვით და თან მოგზაურობაც გიყვართ? მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის, რადგან დღეს კომპანია RoosRos Architects-ის მიერ შექმნილ პატარა და მყუდრო სახლზე მოგიყვებით.

საქმე ის არის, რომ ერთი შეხედვით ძალიან სადა და არაფრით გამორჩეული ნაგებობა, თავის თავში მზისაგან ათვისებულ უწყვეტ ელექტრო ენერგიას, კომფორტულ, დახვეწილ და ნათელ ინტერიერსა და აქ საცხოვრებლად ყველა სხვა აუცილებელ პირობას აერთიანებს.

ფოტო: inhabitat

აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ პატარა სივრცეში საძინებელი, სათავსო, სააბაზანო, საპირფარეშო, სამზარეულო, მისაღები და მოსასვენებელი ოთახიც კი არის განთავსებული.

ფოტო: inhabitat

ფოტო: inhabitat

ფოტო: inhabitat

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისი მიზეზი გაქვთ ეს სახლი გიყვარდეთ, არსებობს რაღაც, რაც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მკითხველის გულსაც კი მოიგებს.

ფოტო: inhabitat

დიახ, გაგიკვირდებათ და თქვენი სურვილის შემთხვევაში ამ კეთილმოწყობილ სახლს წაიღებთ და სადაც გინდათ, მაგალითად ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს დადგამთ.