ლეგენდარული მომღერლის, ტინა ტერნერის 59 წლის შვილმა კრეიგ რაიმონდ ტერნერმა თავი მოიკლა.

კრეიგის ცხედარი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში პოლიციამ აღმოაჩინა. სიკვდილის მიზეზი თავის არეში ნასროლი ტყვია გახდა.

ტინა ტერნერი ამ ამბის დროს პარიზის მოდის კვირეულს ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით მომხდარმა მასზე ემოციურად იმდენად იმოქმედა, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.