თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები მანქანას ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. თვითმხილველების თქმით, მანქანაში სამართალდამცავები ისხდნენ.

თვითმხილველების ცნობით, დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ პოლიციელებმა არასრულწლოვანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალდატანებით ჩასვეს მანქანაში და ტერიტორიიდან გაყვანას უპირებდნენ.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე გამოსაკითხად გადაიყვანეს და მას მშობლების თანდასწრებით გამოკითხავენ.