მსოფლიოში უამრავი ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია არსებობს, რომელთა უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას კატეგორიულად გმობენ და მათი უფლებების დასაცავად საკმაოდ დიდ დროს, ენერგიასა და ფინანსურ რესურსებსაც ხარჯავენ.

განსაკუთრებულად დიდი ყურადღება კი როგორც წესი, ისეთ ცხოველების სახეობებს ეთმობა, რომლებიც თითქმის გადაშენების პირას არიან და თითოეული ინდივიდის უკანონოდ მოკვლა, ველური ბუნებისთვის დამღუპველი დარტყმის ტოლფასია.

ბოლო სკანდალი ამერიკელ ქალს უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იშვიათ, შავ ჟირაფზე სანადიროდ ჩავიდა.

საქმე ის არის, რომ 37 წლის მონადირემ, ტომფსონ ტელიმ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მონადირებული ჟირაფის გვერდით დგას და კამერის წინ ბედნიერი პოზირებს.

"როგორც იქნა ჩემი ოცნება ასრულდა და ეს იშვიათი სახეობის შავი ჟირაფი მოვინადირე, რომელიც საკმაოდ მშვიდად იდგა ჩემს წინ", - წერდა ქალი, ფეისბუქ პოსტში, სანამ მის წაშლას აღშფოთებული მომხმარებლები მოითხოვდნენ.

იშვიათი სახეობის ცხოველის უკანონო მკვლელობამ არამხოლოდ ფეისბუქის მომხმარებლები, არამედ ცხოველთა დამცველები, ჟურნალისტები და ცნობილი ადამიანებიც უკიდურესად აღაშფოთა. ინტერნეტში მისი სხვა ფოტოც გავრცელდა.

ფოტო: Facebook

ტომპსონმა მოგვიანებით თავიც კი იმართლა და განაცხადა, რომ მონადირებული ჟირაფი არა იშვიათი, არამედ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები იმ ცხოველების სახეობებს შორის არის, რომლებიც სულაც არ არიან გადაშენების პირას.

თუმცა ფაქტია, ბრაკონიერების მიერ გახშირებული უკანონო ნადირობების გამო, ველური ბუნებაში ცხოველების რაოდენობა ტრაგიკულად მცირდება და ამერიკელი ქალის მიერ მოკლული იშვიათი სახეობის შავი ჟირაფიც, რომელიც ასობით კილოგრამს იწონიდა და 18 წლის იყო, სწორედ მათ შორის არის.