რეჟისორი და მსახიობი ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად პოპულარული ამერიკული ტელესერიალისა და ფილმის, ჩარლის ანგელოზების ახალ ვერსიას გადაიღებს.

ანგელოზების პირველი ვერსია (სერიალი) ABC-ის ეთერში 1976-1981 წლებში გადიოდა და 110 ეპიზოდის განმავლობაში ამერიკული პოპ კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად იქცა. მოგვიანებით, 2000 წელს სწორედ ამ შოუს მიხედვით გადაიღეს შემოსავლების ერთ-ერთი ლიდერი ფილმი, სადაც ანგელოზების როლს კამერონ დიაზი, ლუსი ლუ და დრიუ ბერიმორი ასრულებდნენ.

რაც შეეხება ელიზაბეტ ბენკსის მხატვრულ ფილმს, როგორც ცნობილია ის 2019 წლის 7 ივნისს გამოვა, ახალი აგენტების როლზე კი უკვე დამტკიცებულია სამივე მსახიობი.

პირველები ვინც ჩარლის ახალი ანგელოზების პროდიუსერებმა ამ როლზე დაამტკივეს კრისტენ სტიუარტი და ლუპიტა ნიონგო იყვნენ.

ცოტა ხნის წინ სტიუარტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან გაუხარდებოდა ამ ფილმში მონაწილეობა.

ლუპიტასა და კრისტენ სტიუარტის მესამე პარტნიორაად არც მეტი, არც ნაკლები ზოი კრავიცი გინიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ კინოსტუდიამ არჩევანი ნაომი სკოტზე შეაჩერეს, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია სერიალიდან Terra Nova.

ასე რომ, მოემზადეთ, წინ ჩარლის ანგელოზების ახალი თავგადასავალი გველოდება.