თუ ზაფხულს თბილისში ატარებთ, თქვენი სურვილების სიაში გრილად ყოფნა ალბათ პირველ ადგილზეა და თუ ბავშვებთან ერთად ცხოვრობთ, მათზე ზრუნვაც პრიორიტეტულია, რადგან არდადეგების დროს მათი გართობა სერიოზული თავისტკივილია.

თბილისში, ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ გარემო უამრავი ბავშვისთვის გაეუმჯობესებინა და ეზოში მათთვის უზარმაზარი აუზი დადგა.

პოსტს ფეისბუქზე ნათია ჩაჩავა ავრცელებს და როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ის, ვინც დიდ დიღომში, კორპუსში მცხოვრები ბავშვების სიგრილესა და გართობაზე იზრუნა, დიმიტრი ტატიშვილია.

"როცა კორპუსს საკუთარი აუზი აქვს და ეზოში ჩასვლასაც სხვა შინაარსი აქვს", - წერია პოსტზე, რომელსაც ნათია ავრცელებს.