სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული, ჰარვი ვაინშტაინი სულ მალე შესაძლოა გისოსებს მიღმა სამუდამოდ აღმოჩნდეს.

როგორც CNN წერს, ერთ დროს ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან პროდიუსერს პროკურორმა 3 ახალი ბრალდება წაუყენა და სამივე მათგანში გაუპატიურება ფიგურირებს.

ერთ-ერთი შემთხვევა 2006 წელს მოხდა, დანარჩენი ორი კი 2004 და 2013 წლებში.

იმ შემთხვევაში თუ ძალადობაში ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდება, მას მინიმუმ 10, მაქსიმუმ კი სამუდამო პატუმრობა ემუქრება.

ჰარვი ვაინშტაინი ბრალს არ აღიარებს.

გაიგეთ მეტი: ჰარვი ვაინშტაინი