9 დღიანი ძებნის შემდეგ ტაილანდში, მღვიმეში დაკარგული 12 ფეხბურთელი ბავშვი და მათი მწვრთნელი ცოცხალი იპოვეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამაშველო ჯგუფები დაკარგულ ბავშვებს 23 ივნისის შემდეგ ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები 11-დან 16 წლამდე ასაკის არიან.