კანადელმა მუსიკოსმა დრეიკმა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი Scorpion გამოუშვა, რომელშიც 25 სიმღერა შევიდა. მათგან ერთ-ერთში, Don’t Matter to Me, მაიკლ ჯექსონის ხმა ისმის.

ალბომი 29 ივნისს გამოვიდა. პირველივე დღეს, ალბომის მოსმენის რაოდენობით Scorpion-მა სპოტიფაის რეკორდი მოხსნა.

თუმცა, დრეიკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მაიკლ ჯექსონის დისშვილი, ოსტინ ბრაუნი:

"მე ამას არ ვეგუები. მე ვფიქრობ, რომ რადგან მაიკლის ნამუშევარი დაუსრულებული იყო, დრეიკს მისი გამოყენების უფლება არ ჰქონდა. მან მაიკლს, როგორც ხელოვანს, პატივი არ სცა, როდესაც მისი ხმა შეცვალა და ისე გამოიყენა".

Don't Matter To Me-ში მაიკლ ჯეკსონის ძველი დაუსრულებელი ნამუშევარი ისმის, რომელიც პოპის მეფემ Thriller-ის გამოშვებამდე ჩაწერა.