ოსკარის ნომინანტი რეჟისორი, გრეტა გერვიგი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება.

Little Women - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელშიც მთვარ როლებს Lady Bird-ის ვარსკვლავების, ტიმოთი შალამესა და სირშა რონანის გარდა, ლეგენდარული მერილ სტრიპი და ემა სტოუნი შეასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი მერი ლუის ალკოტის რომანს ეფუძნება და მას კინოსტუდიები Sony და Columbia გადაიღებენ.

ეს ამ რომანის რიგით მეხუთე ეკრანიზაცია იქნება. აქამდე ფილმები უკვე გადაიღს - 1933, 1949, 1994 წელს, 2017 წელს კი BBC-იმ რომანი სამ ეპიზოდიან მინისერიალად გამოუშა.

წიგნის ისტორია ოთხი დისა და მათი დედის გარშემო ვითარდება.