თბილისში უამრავი გასარეცხი მანქანა მოძრაობს, მიუხედავად ამისა ჩვენი კრეატიულობა, რომელიმე მანქანის საქარე მინაზე წარწერას "გამრეცხე" ვერ გასცდა.

მოსკოვში ყველაფერი პირიქით მოხდა და ღამე ქუჩაში დატოვებულ სხვადასხვა ავტომანქანაზე, მათივე პატრონები დილაობით ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს ნახულობენ.

საქმე ის არის, რომ უცნობი რუსი მხატვარი, რომელსაც როგორც ჩანს, ძილის რეჟიმი არეული აქვს, მზის ჩასვლისთანავე ქალაქში გამოდის და გაურეცხავ მანქანებზე ნადირობს, რადგან საკუთარი, საკმაოდ საინტერესო ილუსტრაციებით, ზარმაც პატრონებს ჭკუა ასწავლოს.

ნახეთ უცნობი მხატვრის უჩვეულო შემოქმედება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.

ფოტო: Nikita Golubev