სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით, მესტიაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
დღეს, 29 ივნისს, სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით, რომელიც სვანეთში მესტიაჭალა ჰესს აშენებს, ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ ოჯახებს მიაწოდოს მათთვის საჭირო სერვისები.
"პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრი 150 ბენეფიციარს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ცენტრი მესტიაში პირველად შენდება და პროგრამები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შეიქმნა. პროექტში 65 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ვახორციელებთ", - განაცხადა კომპანია სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო ნატროშვილმა.
პროექტის კოორდინატორის, ნანა ლომიძის თქმით, მაღალმთიან რეგიონებში გონივრულად მისადაგებული სოციალური სერვისების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
"ამ პროექტს საფუძველი ჩაუყარა კომპანია სვანეთი ჰიდრომ და ეს არის მთლიანად მესტიის თემზე, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი, რომელიც დღემდე მესტიაში არ არსებობდა. შემოდგომისთვის მესტიის მოსახლეობას ექნება საშუალება მაღალ პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული ცენტრით და ევროპული სტანდარტის მომსახურებით ისარგებლონ", - განაცხადა ნანა ლომაძემ.
დაბა მესტიის მკვიდრი, მზია ნიგაური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედაა. მზია ამბობს, რომ მესტიაში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა პირადად მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
"ბავშვი თითქმის, 2 თვეში ერთხელ მსგავსი ტიპის ცენტრში თბილისში დამყავდა. ეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყოველთვის ვერც ვახერხებდით დედაქალაქში გამგზავრებას. მესტიაში ისეთი ოჯახებიც არსებობს, რომლებიც საერთოდ ვერ დადიან თბილისში. ამ ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ მესტიის მოსახლეობა ადგილზე მივიღებთ იმავე სერვისს - ეს არის ძალიან საჭირო საქმე და დიდი მხარდაჭერა", - აღნიშნა მზია ნიგურიანმა.
კომპანია სვანეთი ჰიდრო ადგილობრივი მოსახლოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის მნიშვნელოვანია განათლების, სპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობა. სვანეთი ჰიდრომ მესტიის მოსახლეობის მხარდასაჭერად ამ დრომდე ერთ მილიონ ლარზე მეტი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები