ხუთშაბთ ღამეს, ჯიმი ფელონის შოუში ბექსთრით ბოიზ გამოჩნდნენ და კომიკოსთან ერთად, 1999 წლის ჰიტი, I Want It That Way იმღერეს. მათთან ერთად იყვნენ ამერიკული ჰიპ-ჰოპის ჟანრის ბენდის, The Roots-ის წევრებიც.

თითქმის 20 წლის წინანდელი კლასიკა მათ საკლასო ინსტრუმენტებთან ერთად შეასრულეს.

სიმღერის მოსმენისას, ბექსთრით ბოიზის ნამდვილი ფანები მიხვდებით, რომ შესაძლოა ლეგენდარული ჯგუფის წევრების ხმა შეცვლილიყო, მაგრამ ჩვენი სიყვარული მათ მიმართ – ნამდვილად არა.