ცნობილ მუზეუმებში გამოფენილ ნახატებზე ადამიანებს ხელით შეხების უფლებაც კი არ აქვთ. როცა საქმე ისტორიულ ნამუშევარს ეხება, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს, თუ მისი რესტავრაცია არაპროფესიონალს მიანდეს?

სწორედ ეს საფრთხე ვერ გაითვალისწინეს ესპანეთის ეკლესიაში, როდესაც მეთექვსმეტე საუკუნის წმინდა გიორგის ხატის რესტავრაცია გადაწყვიტეს.

ფოტოში ჩანს მებრძოლის ტრანსფორმაცია — მას ახლა ვარდისფერი სახე და ფერადი მუზარადი აქვს.

"ვეღარ შევეგუებით ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე ასეთ თავდასხმას. ეს აჩვენებს იმ საშიშ უცოდინრობას, რაც ამ სამუშაოს შესრულებისას ჰქონდათ", - აცხადებს ესპანეთის ხელოვნების კონსერვატული ასოციაცია.

2012 წელს ესპანეთში იესო ქრისტეს ხატის რესტავრაცია ასეთი შედეგით დასრულდა.