ჯოკერის როლის განსახიერების შემდეგ, ჯარედ ლეტო კომიქსის მიხედვით შექმნილი კიდევ ერთი პერსონაჟის როლს მოირგებს.

ამჯერად ის მარველის კომიქსის მიხედვით შექმნილი Sony-ს ფილმის, Morbius-ის მთავარი პერსონაჟი იქნება და ვამპირს განასახიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი ადამიანი ობობას კომიქსების ერთ-ერთი მთავარი გმირია, ამ შემთხვევაში ვამპირზე დამოუკიდებელ კინოსურათს შექმნიან.

მორბიუსის პერსონაჟის შემქმნელები როი ტომასი და გაილ კეინი არიან. ის ბერძენი მეცნიერი და ბიოქიმიკოსი, რომელსაც ერთ-ერთი ექსპერიმენტის ჩატარების დროს ოთახში ღამურა შეეჭრა და მიმღები შრატი გარდაქმნა, ამის გამო კი მას სისხლის უჯრედების ნაწილაკების დაავადება დაემართა და ვამპირად გადაიქცა. მას საკვებად სჭირდება სისხლი, მზის სინათლეზე მისი თვალები და კანი ზიანდება და წვას იწყებს, თუმცა მასზე არ მოქმედებდა ვამპირული სისუსტეები, როგორიცაა ნიორი, ხის სარი, ვერცხლი და ა.შ.

როგორც ცნობილია გადაღებები 2019 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.