სტუდია Marvel-მა დაადასტურა, რომ მის უახლოეს მომავალში სუპერგმირების თემაზე გადაღებულ ფილმებში გეი და ლესბოსელი პერსონაჟები გამოჩნდებიან.

სტუდიის დირექტორმა, კევინ ფაიგიმ აღნიშნა, რომ ასეთი პერსონაჟები ფილმებსა თუ კომიქსებში ახლაც არიან და მომავალში ისინი ქამინგაუთს გააკეთებენ, გარდა ამისა იგეგმება დამატებითი პერსონაჟების შექმნაც.