თუ ძალიან მოგენატრათ თავგადასავლები, რომლებშიც მხოლოდ ალკოჰოლიზმით დაავადებული მოლაპარაკე ცხენი შეიძლება გაეხვეს, მაშინ ეს ამბავი ძალიან გაგახარებთ. Bojack Horseman-ის ახალი, მეხუთე სეზონის პრემიერა 14 სექტემბერს შედგება.

თარიღი ბოჯეკის ოფიციალური Twitter გვერდიდან გახდა ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ სერიალი საზოგადოებასთან სასაუბროდ ბოჯეკის პერსონას იყენებს. ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ცხენის საზაფხულო სელფები, რეპ-ტექსტები და რეალური ნიუსებიც კი.

ერთ-ერთი ფანის შეკითხვაზე, როდის დაბრუნდება ეთერში სერიალი, ბოჯეკმა ასე უპასუხა: გილოცავ, შენ მე-10 000 ადამიანი ხარ, რომელმაც ეს კითხვა დამისვა და შენ მოიგე პრემიერის თარიღი: 14 სექტემბერი. გთხოვთ, მეტჯერ ნუღარ მკითხავთ.

ანიმაციური სერიალის პრემიერა 2014 წელს შედგა. მას Rotten Tomatoes-ზე 89%-იანი შეფასება აქვს.