არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი საფრანგეთთან მატჩის წინ, რომელიც ყაზანში გაიმართება, იმ სასტუმროში გაჩერდება, რომლის ხედსაც რონალდუს უზარმაზარი პორტრეტი ამშვენებს.

ფოტო: meduza.io

როგორც გაირკვა, მესის, პრინციპში, სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან მეორე სასტუმროში ფრანგები დაბინავდებიან.

გრაფიტი, რომელზეც კრიშტიანუ რონალდუა გამოსახული, 2017 წელს გაჩნდა მანამ, სანამ პორტუგალიის ნაკრები კონფედერაციის თასზე მატჩის ჩასატარებლად ჩამოვიდოდა. მაშინ ფეხბურთელი იმ სასტუმროში ცხოვრობდა, რომლის ფანჯრიდანაც ეს პორტრეტი ჩანდა.

მესის ის-ღა დარჩენია, ან ფანჯრიდან რონალდუს უცქიროს ხოლმე, ან უკიდურეს ნომერში დაბინავდეს, რომლიდანაც პორტუგალიელის ნახვა აღარ მოუწევს.