სტუდია Amazon-მა ახლახან ახალი ფილმის, Beautiful Boy-ს ტრეილერი გაავრცელა. ფილმში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და სტივ კარელი ასრულებენ.

კინოსურათის რეჟისორი ფელიქს ვან გრონინგენია, სიუჟეტი კი მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ბიჭი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, მამა კი მის დახმარებას ცდილობს.

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება, სცენარი კი დეივიდ შტეფის მემუარების მიხედვით შეიქმნა.