მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა აცხადებს, რომ ექიმების დაკვირვების შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

"მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავს მშვენივრად ვგრძნობ. [...] ექიმმა შემამოწმა და მითხრა, რომ მეორე ტაიმის დასრულებამდე სახლში წავსულიყავი, თუმცა გავრისკე და დარჩენა ვამჯობინე. როგორ უნდა წავსულიყავი?" - აღნიშნა მარადონამ.

წუხელ გავრცელებულ ვიდეოში ცხადად ჩანდა, რომ მარადონა შეუძლოდ იყო და ტრიბუნების დატოვება თავისი ძალისხმევით ვერ შესძლო.

არგენტინელებმა შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგეს და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვეს.