დიდ ბრიტანეთში, ქალაქ დადლში გაიმართა აუქციონი, სადაც გასაყიდად საბჭოთა ჯაშუშების აღჭურვილობა გამოიტანეს.

გასაყიდ ნივთებს შორის ჯაშუშების კუთვნილი სათვალთვალო მოწყობილობებიც არის, მათ შორის ფოტოაპარატი ზენიტიც, რომელშიც რამდენიმემილიმეტრიანი კამერაა მოთავსებული.

აუქციონის კონსულტანტი ტიმ გოლდსმიტი იხსენებს, რომ სწორედ მაშინ აღმოაჩინეს სლოტი ნომერი 411, როდესაც მისმა კომპანიამ ძველი ფოტოაპარატებით სავსე ფურგონი შეიძინა. მოწყობილობა ფოტოაპარატ ზენიტის კორპუსს ძალიან ჰგავდა, თუმცა გაუგებარი იყო მის ჩამკეტში დამონტაჟებული პატარა კამერის დანიშნულება.

გოლდსმიტი მაშინვე კრასნოგორსკის მექანიკურ ქარხანას დაუკავშირდა, სადაც ზენიტის ფოტოაპარატები მზადდებოდა. აქ მას განუმარტეს, რომ ფოტოაპარატში ჩამონტაჟებული მოწყობილობა მინიატურული სათვალთვალო კამერა იყო.

საქმე ის არის, რომ კამერა პატარა ღილაკზე დაჭერით აქტიურდებოდა, რის შედეგადაც მხარზე გადაკიდებული აპარატით მომარჯვების გარეშე შეიძლებოდა ფოტოების გადაღება.

ზენიტის გარდა, სლოტებს შორის იყო კამერიანი ქოლგა, სიგარეტის კოლოფი, ქალის ჩანთა, ფანარი, მამაკაცის ქურთუკი, ჩემოდანი და სხვა ნივთები, რომლებშიც ასევე პატარა ზომის სათვალთვალო კამერებია მოთავსებული.

ფოტო: Astonʼs Auctioneers

ბრიტანეთში გამართულ აუქციონზე ჯამში 16 ჯაშუშური ნივთი და ათამდე სხვა ძვირადღირებული აქსესუარი იყო წარმოდგენილი.