ჰოლივუდის დიდების ხეივნის ადმინისტრაციამ იმ მსახიობების სია გამოავქყნა, რომლებსაც 2019 წელს ვარსკვლავს გაუხსნიან.

მსახიობებს შორის არიან - ალან არკინი, კრისტენ ბელი, დენიელ კრეიგი, რობერტ დე ნირო, გილერმო დელ ტორო, ენ ჰეთეუეი, ლუპიტა ნიონგო, ტაილერ პერი, ჯინა როულენდი, ლუსი ლუ, მენდი მური, დაიან უესტი.

რაც შეეხებათ მუსიკოსებს, 2019 წელს დიდების ხეივანში იგეგმება - პინკის, დოლი პარტონისა და სხვა მომღერლების ვარსკვლავების გახსნა.