თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს სცემეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, დაზარალებულები საუდის არაბეთისა და აშშ-ს მოქალაქეები არიან.

საუდის არაბეთის მოქალაქის თქმით, ის და აშშ-ის მოქალაქე, რომელიც მისი მეგობარია, სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ქართულად მოქალაქე 5-6 პირი დაინახეს. მისივე განმარტებით, იმ პირებიდან ერთ-ერთმა მას თვალში ქვა ესროლა.

სასწრაფო სამედიცინო დახმრების პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ აშშ-ის მოქალაქე ტუჩის დაზიანებით საავამყოფოში გადაიყვანეს.

შსს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფოტო: ტვ პირველი

ფოტო: პირველი არხი