ზაფხულის დაწყება ყველაზე მეტად ბავშვებს და თინეიჯერებს უხარიათ. აბა დიდებს საზაფხულო არდადეგებზე არავინ გვიშვებს, თუმცა, ცხელი დღეების დადგომისთანავე მშობლებს ახალი თავსატეხი უჩნდებათ — რითი დააკავონ ბავშვები ამდენი თავისუფალი დროის პირობებში?

გთავაზობთ 10 იდეას, რომელიც თქვენც გაგახალისებთ და თქვენს პატარებსაც.

1. ასწავლეთ მათ საყვარელი საჭმლის მომზადება

2. მიეცით მშობლების ტანსაცმელში გამოწყობის საშუალება და მოაწყეთ ჩვენება

3. ეთამაშეთ ქალაქობანა და გაუზიარეთ თქვენი ცოდნა

4. ეთამაშეთ ბანქოთი ის თამაშები, რომლებიც თქვენ პატარაობაში გახალისებდათ. მაგალითად ღორობანა ან გაცურობანა

5. მოიმარაგეთ წყლის საღებავები და შექმენით გარემო არტისტული მისწრაფებების გამოსავლენად

6. წააკითხეთ "წრიპა ბიჭის დღიური"

7. თუ შესაბამისი ასაკის ბავშვი გყავთ, აყურებინეთ პოტერიადა. ბევრი ფილმია და წინ მრავალი ჯადოსნური საათი გელით

8. აჩვენეთ მარტივი ქიმიური სასწაულები - მაგალითად, ლიმონისა და სოდის ურთიერთმოქმედება

9. გაუშვით აივნიდან საპნის ბუშტები

10. სთხოვეთ უზარმაზარი ფაზლის აწყობა