არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხუან სებასტიან ვერონმა ლიონელ მესი და დიეგო მარადონას შეადარა. მისი თქმით, მესის ის თვისებები არ გააჩნია, რაც მარადონას ლიდერად აქცევდა.

"მითამაშია რა ორივე ფეხბურთელთან ერთად, შემიძლია გითხრათ, რომ მესი მარადონა არაა. [...] მარადონა მამოძრავებელი ძალა იყო. იგი იყო ის, ვისაც მთელი გუნდი უყურებდა. მესი კი ძალიან მორცხვი და ინტროვერტია. იგი ლიდერად დაბადებული არ არის. მის ტექნიკურ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, განსხავავებით პიროვნულისგან", - აღნიშნა ვერონმა.