დიეგო მარადონას უნდა, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდეს.

მას ფეხბურთელების ნახვა მანამ სურს, სანამ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებენ.

ორგზის ჩემპიონები ხორვატიის ნაკრებთან ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ და მათ ნიგერიასთან მოგება აუცილებლად დასჭირდებათ, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნონ.

"ხორვატიასთან მატჩი ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ".

"ძალიან გაბრაზებული ვარ და შეუძლებელია, სხვანაირად იყოს ის, ვისაც ამ გუნდის ფორმა ოდესმე ჩაუცვამს და ვინც ხედავდა თუ რას უშვრებოდა ნაკრებს ხორვატია, რომელიც არც გერმანიაა, არც ბრაზილია, არც ჰოლანდია და არც ესპანეთი", - აღნიშნა მარადონამ.

არგენტინის ნაკრები ნიგერიას 26 ივნისს, 22:00-ზე შეხვდება.