დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ვაშინგტონში თავისუფალ დროს განტვირთვა და ახალ ადამიანებთან შეხვედრა ძალიან უჭირთ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქალაქში მათთან შეხვედრა დიდად არ უნდათ.

მათი თქმით, ხშირად ონლაინ-გაცნობები იდეალურად მიდის. თუმცა, როდესაც საქმე მათ სამუშაო ადგილზე საუბრამდე მიდის და მათი პოტენციური პარტნიორები იგებენ, რომ არჩევნებში ტრამპს დაუჭირეს მხარი, ყველაფერი თავდაყირა დგება.

"ყველაფერი კარგად მიდის, საუბარი იდეალურია. შემდეგ მეკითხებიან, 'ხმა ტრამპისთვის არ მიგიცია, ხო?' და მე ვპასუხობ, 'რა თქმა უნდა, კი' - ამის შემდეგ, ვიღებ წერილებს, შინაარსით, რომ იდიოტი რასისტი ვარ", - ყვება ადმინისტრაციის 31 წლის თანამშრომელი ქალი.

სხვა თანამშრომლის თქმით, როდესაც მისი სამუშაოს შესახებ გაიგეს, ჰკითხეს, ართმევდა თუ არა დედებს შვილებს და გზავნიდა თუ არა მათ მექსიკაში.

"ერთხელ ონლაინ ვსაუბრობდი, როცა მოულოდნელად მომწერეს, რომ გუგლში ჩემს სამსახურზე ინფორმაცია ნახეს და მისურვეს, ჯანდაბაში წავსულიყავი".

ხშირად, თანამშრომლები მეორე ნახევარს ადმინისტრაციის შიგნით პოულობენ. მაგალითად, ტრამპის ასისტენტი მადელაინ ვესტერაუთი და პენტაგონის თანამშრომელი, ბენ სქრამი. ასევე თეთრი სახლის პრესის ასისტენტი და ტრამპის კამპანიის დირექტორი.

"დღის ბოლოს ისინი მოქალაქეები არიან, რომლებიც ვაშინგტონში ცხოვრობენ და თეთრი სახლისგან რაღაც კარგს მოელიან", - ამბობს ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომელი.

ცოტა ხნის წინ, ტრამპთან მუშაობის გამო, მის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს.