ბათუმში, ალი და ნინოს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში კაცი დაიხრჩო. მას მაშველები წყალში ეძებდნენ.

როგორც თვითმხილველებმა On.ge-ს უთხრეს, მაშველებმა კაცი წყლიდან მალევე ამოიყვანეს. მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.