ACT-იმ ჩაატარა კვლევა, იმაზე, თუ თბილისელების რა ნაწილი ისვენებს საქართველოს ფარგლებში წლის განმავლობაში და სად დასვენებას ანიჭებენ ისინი უპირატესოაბს.

რამდენი ისვენებს, სად და როდის

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 43 პროცენტი, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ახერხებს დასვენებას. 94% ამბობს, რომ დასვენებისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო ზაფხულია.

იმ რესპოდენტთა უმეტესობა, ვინც ახერხებს დასვენებას, უპირატესობას საზღვაო კურორტებს ანიჭებს (55%). თითქმის ამდენადვე პოპულარულია სამთო კურორტები, რომლებსაც გამოკითხულთა 44% სტუმრობს. საკუთარ, ან მეგობარის/ახლობლის სოფელს სტუმრობს გამოკითხულთა 36%, მათ შორის, ყველაზე ხშირად 65 წელს ზევით რესპოდენტები (60%).

გამოკითხულთა 41% დასასვენებლად წელიწადში 500-დან 1000 ლარამდე ხარჯავს, ხოლო 28% დასვენებისთვის წელიწადში 500-ლარის ოდენობის ბიუჯეტს გამოყოფს.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, საქართველოს ფარგლებში დასვენებისათვის საჭირო ბიუჯეტს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, დამსვენებელთა 8%-ს კი, საბანკო სესხის, ან განვადების გაკეთება უწევს დასასვენებლად საჭირო თანხის შესაგროვებლად

ვინ ვერ ისვენებს და რატომ

როგორც კვლევამ აჩვენა, თბილისში გამოკითხულთა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, მათგან ყველაზე მეტნი (46%) 65 წელს გადაცილებულნი არიან.

საქართველოს ფარგლებში, დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით.

ფოტო: ACT

გაეცანით კვლევას და მის მეთოდოლოგიას უფრო ვრცლად ACT-ზე.