ტეილორ სვიფტის ტურნეზე, რომელიც გუშინ ლონდონში გაიმართა, ტრადიციული სიურპრიზი ამჯერად რობი უილიამსი იყო.

მომღერლებმა უემბლის სტადიონზე უილიამსის 1997 წლის ჰიტი, Angels იმღერეს.

სვიფტმა ცნობილი სიმღერის შესრულება როიალზე დაიწყო, როდესაც სცენაზე მოულოდნელად Reputation-ის მაისურში გამოწყობილი უილიამსი გამოჩნდა.

მოგვიანებით უილიამსმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო სვიფტთან ერთად შესრულება.