გუშინ, 22 ივნისს ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა რიკას მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ორი გოლი გაუტანა და შეხვედრაც ამის ხარჯზე მოიგო. პირველი გოლი კოუტინიოს ანგარიშზე იყო, მეორე კი - ნეიმარის. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოუტინიო გახდა.

ახლა კი წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ შეხვედრიდან:

  • მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბრაზილიამ მატჩი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გატანილი გოლის ხარჯზე მოიგო.
  • ბრაზილიის ნაკრებს კოსტა-რიკასთან ჩატარებული 11 შეხვედრიდან 10 მოგებული აქვს. ის ერთადერთი მატჩი (თანაც ამხანაგური) მათ 1960 წელს წააგეს.
  • კოსტა რიკამ კარის მიმართულებით სულ სამჯერ დაარტყა და სამივე საწყის 15 წუთში.
  • როცა ბრაზილიამ მეორე გოლი გაიტანა, მატჩის დაწყებიდან გასული იყო ზუსტად 96 წუთი და 49 წამი. ამაზე გვიან მსოფლიო ჩემპიონატზე 1966 წლის შემდეგ არცერთი გოლი არ გასულა.
  • ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ 13 შეხვედრაა არ დამარცხებულა (9 მოგება, 4 ფრე, 0 მარცხი) და ჯამურად სულ 3 გოლი გაუშვა.
  • კოსტა რიკის ფეხბურთელებმა ნეიმარის წინააღმდეგ წესი 14-ჯერ დაარღვიეს. ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდია.
  • ბრაზილიის ბოლო 17 მატჩის 18 გოლში ნეიმარს საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი (10 გოლი + 8 შედეგიანი გადაცემა).

ბრაზილიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 27 ივნისს გამართავს.