ბითლზის ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი მე-17 სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელიც Egypt Station იქნება. ალბომი 7 სექტემბერს გამოვა.

სახელი, Egypt Station, მაკარტნის ნახატის სახელწოდებიდან მოდის და სწორედ ის იქნება მისი ალბომის ყდაც.

მაკარტნის ფანები ამ სიახლეს 5 წელია ელიან. მან ბოლო ალბომი NEW 2013 წელს გამოუშვა.

ალბომის დაანონსებასთან ერთად, გამოვიდა ორი ახალი სიმღერაც, I Don’t Know და Come On to Me.

ალბომში სულ 14 სიმღერა შევა.