ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კოსტა რიკასთან მატჩი, რომელიც დღეს 16:00-ზე გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

კოუტინიოს თქმით, ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ და გუნდს წარმატება მოუტანონ.

"ბოლო შეხვედრის შემდეგ ვთქვით, რომ პროგრესირება გვჭირდებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველი შეხვედრა ფინალივითაა. ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ", - აღნიშნა კოუტინიომ.