ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ტეხასში მოულოდნელად ჩავიდა, თავშესაფრებს ესტუმრა და ამერიკის საზღვართან მყოფი მიგრანტი ბავშვები მოინახულა.

მოვლენა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქმებოდა, რომ არა ერთი დეტალი — გამგზავრებისას, მას ZARA-ს 39-დოლარიანი ქურთუკი ეცვა, წარწერით, "მე ნამდვილად არ მადარდებს და შენ?"

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამ ამბავს უცხოურ მედიაში დიდი ამბავი მოჰყვა, მითუმეტეს მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია მიგრანტების მიმართ გატარებული ღონისძიებების გამო ისედაც კრიტიკის ქარცეცხლშია.

თავად პირველი ლედის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ქურთუკი იყო:

"ეს უბრალო ქურთუკია, რომლის უკანაც ფარული მესიჯი არ იმალება".

მელანიას დაცვას შეეცადა მისი ქმარი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც:

"მე ნამდვილად არ მადარდებს და შენ?" — მესიჯი, რომელიც მელანიას ქურთუკის ზურგზე ეწერა ყალბ მედიას ეხებოდა. მელანიამ კარგად გაიგო, როგორი არაპატიოსნები არიან ისინი და პირველი ლედი მათზე ნამდვილად აღარ ღელავს!