გასული თვის ბოლოს, ABC-მ რასისტული ტვიტის გამო სერიალი Roseanne დახურა.

სერიალში მთავარი როლის შემსრულებემლა, როუზენ ბარმა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველს ტვიტერზე მუსლიმთა საძმოს წევრი და მაიმუნების პლანეტის შვილი უწოდა. შოუს დახურვის შემდეგ კი ბოდიში მოუხადა.

გამომდინარე იქიდან, რომ სერიალი წელს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუ იყო, არხმა გადაწყვიტა დახურვის ნაცვლად სერიალი გააგრძელოს, თუმცა მთავარი პერსონაჟის გარეშე.

მსახიობისა და პერსონაჟის გაშვების გარდა, სერიალმა შეიცვალა სახელიც და მას The Conners ერქმევა.