ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა, რომელიც 2011–2014 წლებში მესის თანაგუნდელიც იყო, არგენტინის ნაკრებს გატეხილი უწოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რა მათი გუნდური სულისკვეთება.

"ისინი უფრო ერთმანეთის წინააღდეგ თამაშობენ, ვიდრე ერთმანეთისთვის".

"მესი რთულ სიტუაციაშია. მის უკან არ არიან მაღალი დონის მოთამაშეები. [...] მას სჭირდება ვიღაც, ვისთანაც თამაშს ააწყობს", - აღნიშნა ფაბრეგასმა.

ხორვატიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ არგენტინას ორი მატჩის ჯამში 1 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.