მარველის შავი ქვრივი, იგივე ნატაშა რომანოვა, კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერგმირია, რომელიც ისევე როგორც ბევრი სხვა პერსონაჟი, სტენ ლიმ შექმნა.

შავი ქვრივი არის ერთ-ერთი პირველი შურისმაძიებელი, მის როლს კი სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. პირველად ეს პერსონაჟი 2010 წელს რკინის კაცი 2-ში გამოჩნდა, შემდეგ კი შურისმაძიებლებისა კაპიტანი ამერიკას ფილმებში.

სულ მალე ნატაშა რომანოვას საკუთარი, დამოუკიდებელი ფილმი ექნება, რომელზე მუშობაც მარველში უკვე დაიწყეს და როგორც ცნობილია, მას ქალი რეჟისორი გადაიღებს.