მედიაკოალიცია: ხორავას საქმეზე ფილმის ეთერში გასვლამდე GPB-ს მენეჯმენტი არაკომპეტენტურად მოიქცა
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლამდე პირველი არხის მენეჯმენტმა არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები მიიღო. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ეს იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის საშიში პრეცენდენტი.ამის შესახებ კოლიციამ განცხადება დღეს, 21 ივნისს გაავრცელა.
მედიაკოალიციის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ეთერში გაშვებამდე პირველმა არხმა ფილმი საგამოძიებო კომისიას, სახალხო დამცველს და არასამთავრობოებს გადაუგზავნა, რედაქციის მხრიდან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უუნარობაზე მეტყველებს და ცენზურის საფრთხეს აჩენს.
"[ეს ფაქტი] აჩვენებს მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას, შიდაწარმოების სტანდარტებისა და პროცედურების მოშლილობას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტთა, მით უფრო გამომძიებელ ჟურნალისტთა, გამოხატვის თავისუფლების უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელში", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, ეჭვს ბადებს ისიც, რომ აღმასრულებელმა საბჭომ ფილმი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევად ჩათვალა, მაგრამ მისი ეთერში გაშვება სამეურვეო საბჭოს ნებართვით გადაწყდა.
კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შეიქმნას ეფექტური მექანიზმები საგამოძებო ჟურნალისტური პროდუქის დამოუკიდებელი წარმოებისთვის.
"გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებულ ფილმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველმა არხმა 19 ივნისს ეთერში გაუშვა.
ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ პირველი არხი ფილმს ეთერში პოლიტიკური მოტივებით არ უშვებდა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობდა ხელი შეეშალა მკვლელობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის. სარალიძემ არაერთხელ მიმართა მაუწყებლის საბჭოს დაუყოვნებლივი რეაგირების მოთხოვნით.
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები