7 აგვისტოდან ABC-ზე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და წარმატებული სერიალის, დაკარგულების მიხედვით შექმნილი რეალითი შოუ გავა.

როგორც ცნობილია, შოუში 12 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც მოუწევთ ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე, სრულიად მარტოებმა გაიტანონ თავი. უფრო მეტიც, მათ მოუწევთ რომ დანარჩენი მონაწილეები მოძებნონ და თვითგადარჩენაზე იზრუნონ.

გარდა ამისა, როგორც ABC-ის ერთ-ერთი პროდიუსერი ამბობს, რეალით შოუში თითქმის ყველა ის ისტორია თუ კატასტროფა იქნება გამეორებული, რომელიც სერიალში ხდებოდა.