Arrival-ისა და Stranger Things-ის შემქმნელები სამეცნიერო ფანტასტიკას გადაიღებენ. ფილმის პროდიუსერი კი არც მეტი, არც ნაკლები ჯორჯ კლუნი იქნება.

Echo - ასე ერქმევა ახალ კინოსურათს, რომელიც მოგვითხრობს დრონის სპეციალისტის ამბავს, რომელსაც ჰგონია, რომ უცხოპლანეტელებმა მისი რეალური ცოლი გაიტაცეს და სხვა არსებით ჩაანაცვლეს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი მსახიობები მიიღებენ ფილმში მონაწილეობას.