კოლუმბიელი რეპორტიორი ჯულიეტ გონსალეს თერანი რუსეთის ქალაქ სარანსკში პირდაპირ ეთერში იყო და დოიჩე ველეს გერმანული არხისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ამბებს გადასცემდა.

პირდაპირ ეთერში ყოფნისას, ჟურნალისტთან მოულოდნელად უცნობი კაცი მივიდა, მკერდზე ჩაავლო, ლოყაზე აკოცა და უკან გაბრუნდა.

თავდასხმისას ჟურნალისტი წამიერად გაიყინა, თუმცა ჩართვა და ახალი ამბების გადაცემა განაგრძო.

მოგვიანებით მან ინსტაგრამზე დაწერა:

"ჩვენ ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებთ, რადგან ყველანი თანაბრად დასაფასებელი და პროფესიონალები ვართ. მე მიხარია ფეხბურთის ყურება და ამას გიზიარებთ, თუმცა თავდასხმა და შევიწროება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს".

თავდამსხმელი იდენტიფიცირებული არაა. ჟურნალისტის თქმით, ჩართვის დასრულების შემდეგ მან მისი ძებნა დაიწყო, თუმცა ის უკვე წასული იყო.