აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლითაც მიგრანტი ოჯახების განცალკევების პრობლემას მოაგვარებს.

"ჩვენ გვსურს უსაფრთხოება მთელი ქვეყნისთვის... ამავე დროს, ჩვენ ვგრძნობთ თანაგრძნობას და გვსურს, რომ ოჯახები ერთმანეთს არ დაცილდნენ. მალე ამისთვის რამეს ხელს მოვაწერ", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ახალი "ნულოვანი მოთმინების" პოლიტიკის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოები აკავებენ ყველას, ვინც საიმიგრაციო კანონს დაარღვევს. ამერიკელი მესაზღვრეები არალეგალი ოჯახებიდან ზრდასრულებსა და ბავშვებს ერთმანეთს აცილებენ. ასეთ დროს, ბავშვები არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში გადაჰყავთ.

მსგავს პოლიტიკას კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველებისა მხრიდან. ასევე, აშშ-ის ახალი პოლიტიკა გააკრიტიკა გაერომაც. მედიაში არაერთი ვიდეო ვრცელდებოდა, როდესაც მშობლებს დაშორებული ბავშვი ტიროდი და ოჯახთან დაბრუნებას ითხოვდა.

აშშ-ის პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები სახელმწიფო უსაფრთხოების მდივანთან, კრისტენ ნილსენთან მექსიკურ რესტორანში მივიდნენ და საპროტესტო აქცია მოაწყვეს.