პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში პენსია 40 ლარით გაიზრდება.

ბახტაძის თქმით, 2019 წლის პირველ იანვარს პენსია გაიზრდება 20 ლარით, ხოლო 2020 წლის პირველ იანვარს ასევე გაიზრდება ლარით.

ინდექსაციის მეთოდით მომავალი ორი წლის განმავლობაში პენსიების 20-20 ლარით ზრდაზე საუბრობდა ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა.

19 ივნისს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. პრემიერობის კანდიდატმა 2018-2020 წლების სამთავრობო გეგმა წარადგინა.

ბახტაძემ განაცხადა, ამჟამინდელი მთავრობა ძველი შემადგენლობით არის დროებით. რამდენიმე კვირაში მომზადდება კანონპროექტი და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ბახტაძის თქმით, მინისტრთა ახალი კაბინეტი სწორედ ამ პერიოდში დასახელდება.