თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივნის, ნინო გოგუაძის თქმით, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა გამოხატავს "აგდებულ დამოკიდებულებას" საქართველოს მოქალაქეებისადმი.

"უცნაური სქემები, რომლის მიხედვითაც მთავრობა, რომელიც არ იქნება მთავრობა და რომელსაც დღეს დაამტკიცებს პარლამენტი, ეს არის დემონსტრაციულად აგდებული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოსადმი და კონსტიტუციისადმი."

მისივე თქმით, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა არის დაუფარავი შეურაცხყოფა და გამოწვევა მოსახლეობისადმი.

დღეს, 20 ივნისს პარლამენტმა დროებითი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. პრემიერობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით 2 ან 3 კვირაში მომზადდება კანონპროექტი და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ბახტაძის თქმით, მინისტრთა ახალი კაბინეტი სწორედ ამ პერიოდში დასახელდება.